სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოინახულა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
12 ნოემბერს გვიან ღამით სტიქიის შედეგად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში არხის ადიდებამ ხიდის ჩანგრევა გამოიწვია და 30 – მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა. სალიკვიდაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება. სოფელ ძევრში კი ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზარალებული ოჯახი მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს და დახმარებას დაპირდნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ასევე, ქუთაისი–თბილისი-ლესელიძის 206–ე კილომეტრზე მიმდინარე გზის აღდგენის სამუშაოებსაც გაეცნო.
ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |