სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში 2.5 კმ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების დასკვნითი ეტაპი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ მოინახულეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დრომდე სრულად ამორტიზებული იყო, რაც მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბაზალეთის მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
დღესვე, დაბა ხარაგაულში რამდენიმე ათეული აბონენტისთვის 24 საათიანი წყალმომარაგების რეჟიმი ამოქმედდა. მოსახლეობას წყალი 30 წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდა. წყლის სისტემის მოწყობა ცენტრალური ბიუჯეტიდან 173 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული სისტემიდან წყალი ხარაგაულის ახალ ამბულატორიასა და მშენებარე საავადმყოფოსაც მიეწოდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |