სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ირანის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. დღესვე, სამხარეო ადმინისტრაციაში იმერეთის გუბერნატორის ინიციატივით, ქუთაისსა და ირანის ერთ–ერთ ქალაქს, თავრიზს, შორის დამეგობრების საკითხიც განიხილეს.
ქუთაისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშეს მოჯთაბა ქამრანფარდის და ირანელი თანამედროვე მწერლი იბრაჰიმ ჰასანბეგის ვიზიტი მწერლის მოთხრობების კრებულის რეპრეზენტაციას უკავშირდება. იბრაჰიმ ჰასანბეგის თხზულებები ქართულ ენაზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა თარგმნეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |