სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ,,პირველი კავკასიური ყველის“ ფესტივალის მონაწილეებს შეხვდნენ და სერთიფიკატები გადასცეს. ,,პირველი კავკასიური ყველის“ ფესტივალში იმერეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, 15–მდე მეწარმე პროდუქციის მაღალი ხარისხის წარმოებისთვის დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დააჯილდოვეს.
,,პირველი კავკასიური ყველის“ ფესტივალში ოქროს მედალი ,,ყველის დაძველებაში“ ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აიღეს. ასევე, საპრიზო ადგილი ხვდა წილად თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ,,ყველის დიზაინში“.
დღესვე, გუბერნატორმა ფერმერებიდან რძის პროდუქტების რეალიზაციისა და წარმოებების განვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მზად არის ხელი შეუწყოს ყველა მეწარმეს და მხარი დაუჭიროს ბიზნესის განვითარების კუთხით არსებულ ინიციატივებს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |