სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბაღდათის მუნიციპალიტეტში "ბაღდათობა 2015" მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. სახალხო ზეიმს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, პარლამენტის წევრები, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"ბაღდათობა 2015" – ის ფარგლებში ქალაქის ცენტრში ეთნოგრაფიული კუთხეები იყო მოწყობილი, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულებს ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ჰქონდათ წარმოდგენილი. ბაღდათში ასევე, კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული და გასართობი აქტივობები გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ წიგნების, მხატვრების ნამუშევრებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის დათვალიერების საშუალება.
მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმის აღსანიშნად ღია ცის ქვეშ თსუ "გორდელა“–ს კონცერტიც გაიმართა. "ბაღდათობა 2015" რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართულმა საზეიმო საღამომ დაასრულა, სადაც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დაასახელეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |