სიახლეები

ქუთაისში გია ყანჩელის საიუბილეო საღამო გაიმართა

31 ოქტომბერი, 2015

დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულსახელმწიფოდრამატულ თეატრში გენიალური ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მეუღლესთან ერთად, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.

საიუბილეო საღამოს გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ნაწარმოებები შესრულდა და მინიატურები ალტისა და ფორტეპიანოსთვის.კონცერტში მონაწილეობდნენ: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და გიორგი ცაგარელი, ასევე  ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი.

საიუბილეო საღამოს მხარდამჭერები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ქალაქ ქუთაისის მერია არიან.