სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გასვლითი რეგიონული თათბირი ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. თათბირზე მხარეებმა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის 9 თვის შედეგები შეაჯამეს.
იმერეთის გუბერნატორმა გამგებლებთან ერთად, 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შედეგებზე იმსჯელა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. არსებული მონაცემებით, მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები არ არის, მცირე ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხარეო ადმინისტრაციისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს. შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო ასევე, ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები.
დღესვე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს პროექტის „იმერი-იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები გააცნეს. არასამთავრობო ორგანიზაციის "დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის" წევრებმა კი იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში პანდუსების მოწყობის საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან მსგავსი ტიპის შეხვედრებს ყოველ თვეში მართავს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |