სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბაღდათის ცენტრალურ მოედანზე ვანისა და ბაღდათის საფეხბურთო გუნდებს შორის გამართული მატჩი ანგარიშით 2:0 სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის თამაშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე და ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დაესწრნენ.
ბაღდათის ,,საირმე“–’სა და ვანის ,,სულორს“ შორის გამართული მატჩი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ეს თამაში ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რადგან გუნდები თანაბარი ქულებით პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ. აღნიშნული მატჩის მოგების შემდეგ, ვანის საფეხბურთო გუნდი ,,სულორი“ 3 ქულით ლიდერობს და ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს.
შეხვედრის შემდეგ იმერეთის მხარის წარმომადგენლებმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |