სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ჭიათურობა 2015“ აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მოეწყო. საზეიმო ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი სსახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლების მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ნამუშევრების გამოფენა გამართეს.
,,ჭიათურობისადმი’ მიძღვნილი კონცერტი კულტურის ცენტრის ეზოში ღია ცის ქვეშ გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მოწვეული მომღერლები მონაწილეობდნენ. კონცერტის შემდეგ ჭიათურის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს და მათ სიგელები გადასცეს. სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2015 წელს 5 საპატიო მოქალაქე იქნა არჩეული.
დღესასწაულში ქალაქთან ერთად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიც ჩაერთნენ და ეთნოგრაფიული კუთხე ფოლკლორისა და სამზარეულოს მეშვეობით წარმოადგინეს.
სახალხო დღესასწაული გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.
,,ჭიათურობის“ დღესასწაულს საფუძველი 1988 წელს ჩაეყარა და მაშინ ,,კვალი ნათელი“ ეწოდა და მხოლოდ საპატიო მოქალაქეებს ირჩევდნენ. 1996 წლიდან უფრო მასშტაბური გახდა და საერთო სახალხო ზეიმად იქცა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |