სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში სახალხო ზეიმი ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტში გაიმართა. "ტყიბულქალაქობისადმი" მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაული ტყიბულში მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში საკონცერტო დარბაზის გახსნით დაიწყო, სადაც აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ნოდარ ვახტანგაძის სახელობის ვარსკვლავიგაიხნა. ცნობილი კომპოზიტორის ვარსკვლავის გახსნა საზეიმო ვითარებაში, სასიმღერო ნომრებითა და ფოიერვერკით აღინიშნა.
"ტყიბულქალაქობასათან" დაკავშირებით მუნიციპალიტეტის 9 თემის წარმომადგენლებს ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ჰქონდათ წარმოდგენილი. სპეციალურად მოწყობილი კუთხეები მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. ქალაქში ასევე, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო და მოლბერტზე ხატვა გაიმართა.
დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წარმატებული სპორტსმენები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
სახალხო ზეიმი ტყიბულში სადღესასწაულო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. დასკვნით კონცერტზე ტყიბულის საპატიო მოქალაქეებიც დასახელდნენ, რომლებსაც შესაბამისი სიგელები გადეცათ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |