სიახლეები

თერჯოლაში ღვინის ფესტივალი მასშტაბურად აღინიშნა

23 ოქტომბერი, 2015

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი გაიმართა. მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

ფესტივალზე მუნიციპალიტეტის 18 სოფელს სხვადასხვა სახეობის ღვინო და ადგილობრივი სამზარეულო ჰქონდა წარმოდგენილი. ქალაქში ასევე, მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და სახალხო მსვლელობა მოეწყო. დღის ბოლოს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.

თერჯოლაში ღვინის ფესტივალი უკვე მესამე წელია რაც იმართება, თუმცა წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა.