სიახლეები

ქუთაისში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

21 ოქტომბერი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას აგრძელებს. დღეს მინისტრმა თამარ სანიკიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე–მერმა ნოდარ მიქიაშვილმა, ქუთაისის საჯარო სკოლების 134 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცეს. დაჯილდოებულთა შორის ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე–5 და მე–6 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ.

მიმდინარე წელს მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. პროგრამის ბენფიციარები საჯარო სკოლის ის მოსწავლეები  არიან, რომლებმაც 2014–2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.

აღსანიშნავია, რომ წარჩინებულთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. იმერეთის რეგიონში გასულ წელთან შედარებით წარმატებულ  მოსწავლეთა რაოდენობა 110–ით არის გაზრდილი.