სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში პროექტის "გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში" შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ტომაშ პერნიცკი, იმერეთის მუნიციპალიტეტის გამგებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მენეჯერმა პრეზენტაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს "People In Need" - ის მიერ იმერეთის რეგიონში განხორციელებული პროგრამების შედეგები გააცნო. პროექტის ფარგლებში მრჩეველთა საბჭოებისა და 3 000 – მდე ადგილობრივი მცხოვრების მონაწილეობით მუნიციპალური სამოქმედო გეგმები შემუშავდა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე, ტყიბულის, თერჯოლისა და სამტრედიის წარმომადგენლებთან გასაუბრებისა და პროექტის განხორციელების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარების საშუალებაც ჰქონდათ.
შემაჯამებელ პრეზენტაციაზე იმერეთის გუბერნატორი და ჩეხეთის ელჩი სიტყვით გამოვიდნენ, ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული პროექტის ეფექტიანობაზე და მისი გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა ჩეხეთის რესპუბლიკასა და იმერეთის რეგიონს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც იმსჯელეს.
შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც სტუმრებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პროექტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე სხვა მუნიციპალიტეტებში.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |