სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, თბილისში ,,აბრეშუმის გზის ფორუმზე"დასასწრებად ჩამოსული ჩინეთის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი შოხთარ ზაკირი და ჰუალინგ ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,ჰუალინგ ჯგუფმა" ქუთაისში, თიზისთვის განკუთვნილ ფართობზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე განახორციელა ინვესტიციები როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე წარმოების ხელშეწყობისთვის.
,,ქუთაისის ჰუალინგის ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილებით ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონას თიზის სტატუსი განესაზღვრა 30 წლით, 2045 წლამდე.ზონა 36 ჰექტარზეა განთავსებული.
სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, ,,ჰუალინგ ჯგუფმა" 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. თიზის ტერიტორიაზე ინვესტიციების ჩადებას უცხოელი ინვესტორებიც გეგმავენ, მათ შორის არის ხე–ტყის და ხის მასალის გადამუშავება, სხვადასხვა სახის ავეჯის, ქაღალდისა და სამშენებლო მასალების წარმოება. გარდა ამისა, დაგეგმილია ინვესტიციების მოზიდვა მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, ტექსტილის,ქიმიური, კვების პროდუქტების და საკანცელარიო საქონლის წარმოებაში.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |