სიახლეები

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა ქუთაისში გაიმართა

16 ოქტომბერი, 2015

,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტის საჯარო განხილვა დღეს ქუთაისში გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რაიონების გამგებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს კონკრეტულ სამინისტროებს რა თანხა გამოეყოთ 2016 წელს, რეგიონების განვითარებისთვის კი 280 მილიონი ლარია განსაზღვრული. შეხვედრზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებიათ.  2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა ქუთაისის შემდეგ ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, გორში, რუსთავში, დუშეთსა და ახალციხეში გაიმართება.სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საჯარო განხილვების პროექტი, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში მხარდაჭერით ხორციელდება.