სიახლეები

სახალხო ზეიმი წყალტუბოში

11 ოქტომბერი, 2015

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი "შემოდგომის წყალტუბო" მასშტაბურად აღინიშნა. ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტში "შემოდგომის წყალტუბო" – ს ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები დილიდანვე დაიწყო. სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ტრადიციული სამზარეულო იყო წარმოდგენილი, ასევე მოეწყო სახალხო მსვლელობა, ყვავილების გამოფენა და ფლეშ მობი. ქალაქში გაიმართა ველორბოლა, წიგნებისა და სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა და სპორტული ღონისძიებები: ველორბოლა და მკლავჭიდი.

დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო წყალტუბოელები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.  სახალხო ზეიმი მუნიციპალიტეტში გალა კონცერტითი დასრულდა, რომლის რეჟისორიც ლაშა ონიანი იყო. მსმენელის წინაშე ჯგუფი "ნადური" და საერთაშორისო კონკურს "ევროვიზიის" ქართველი მონაწილეები წარსდგნენ.

სახალხო ზეიმის ტრადიცია წყალტუბოს მუნციპალიტეტში გასულ წელს ადგილობრივი თვითიმმართველობის ინიციატივით განახლდა, მსგავსი მასშტაბით კი წელს პირველად აღინიშნა.