სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ბეტინა კადენბახს შეხვდნენ. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ელჩს რეგიონის მასშტაბით არსებული პოტენციალი გააცნეს და გერმანულ მხარესთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ქალაქის მერმა კი ქუთაისის რესურსსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა ასევე, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გერმანული ინვესტიციების მოზიდვაზე იმსჯელეს. ბეტინა კადენბახი ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული მიმართულებით მაქსიმალურ დახმარებას დაპირდა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი ქუთაისში ქართულ–გერმანულიცენტრის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით შედგა. დღესვე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა გაიმართება და მსურველებს ცენტრის 20 წლიანი მუშაობის ამსახველი ფოტოგამოფენის ნახვის საშუალება ექნებათ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |