სიახლეები

წყალტუბოში ოლიმპიზმის დღე აღინიშნა

6 ოქტომბერი, 2015

ოლიმპიზმისა და სპორტის დღესთან დაკავშირებით წყალტუბოს რეაბილიტირებულ პარკში ოლიმპიური მარათონი, ოლიმპიური ველორბოლა და ოლიმპიური ფესტივალი  მოეწყო ფრენბურთში. სპორტულ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, ოლიმპური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე და მხარის სხვა მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.

დღესვე, წყალტუბოში ჭადრაკში, ხელბურთსა და მძლეოსნობაშიც გაიმართა შეჯიბრებები.  გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.