სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამხატვრო გალერეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. რეაბილიტირებულ შენობაში სამხატვრო სკოლა და ორი საგამოფენო დარბაზი განთავსდება. სამხატვრო სკოლა, რომელსაც არსებობის 30 წლიანი ისტორია აქვს, ამ დრომდე ამორტიზებულ შენობასა და შეუსაბამო პირობებში ფუნქციონირებდა. თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სკოლაში სამხატვრო ხელოვნებას დღეიდან 50 მოსწავლე დაეუფლება.
მოწვეულმა სტუმრებმა განახლებულ სამხატვრო გალერეაში რუსუდან ფეტვიაშვილის ფერწერული ტილოები და ასევე, ადგილობრივი მხატვრების: ნუგზარ ქოჩიაშვილისა და თამარ ღარიბაშვილის ნამუშევრები დაათვალიერეს.
სამხატვრო გალერეის შენობის სრული რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 47 000 ლარით დაფინანსდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |