სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მუნიციპალიტეტში დასრულებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გახსნეს. ამჯერად ხარაგაულის რაიონში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტიცია ჩაუტარდა. კიცხი–ხიდარის 3.4 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 672 056 ლარი გამოიყო. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დრომდე მოუწესრიგებელი იყო, ახლა კი ადგილობრივებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება ასევე, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.
დღესვე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ წელს პირველად დაიწყო ფუნქციონირება. ბაღი 25 ბავშვზეა გათვლილი და მასში 10–ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. განხორციელებელი სამუშაოებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 101 661 ლარი დაიხარჯა. ხარაგაულში ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, წლის ბოლომდე კიდევ 2 ბაღის გახსნა იგეგმება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |