სიახლეები

ქუთაისში მე–10 ნუმიზმატიკური გამოფენა გაიმართა

2 ოქტომბერი, 2015

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფოიეში ლარის მიმოქცევაში შემოსვლის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ნუმიზმატთა გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე ნუმიზმატებმა და კოლექციონერებმა მათ მიერ შეგროვებული ფულის ნიშნები და ფულის ისტორიული განვითარების ამსახველი მასალები წარმოადგინეს.

ნუმიზმატთა გამოფენას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და  საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული გამოფენა ნუმიზმატთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა.