სიახლეები

საჩხერის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა

1 ოქტომბერი, 2015

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთაში ახალმა საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმო ვითარებაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმასაქართველოში ტოშიო კაიტანიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმასაქართველოში ტომაშ პერნიცკიმ და გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ გახსნეს.

საბავშვო ბაღის მშენებლობა იაპონიის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით მოხდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იაპონიის საელჩომ გრანტისსახით 90347 აშშდოლარიგამოყო. საჭირო ინვენტარის შეძენა კი ჩეხეთის საელჩომ უზრუნველყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 40 ბავშვზეა გათვლილი და მასში 20 – ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

საჩხერის მუნიციპალიტეტში სულ 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, წლის ბოლომდე რაიონში კიდევ სამი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება.