სიახლეები

წყალტუბოში ბავშვთა პირველი ინკლუზიური ცენტრი გაიხსნა

29 სექტემბერი, 2015

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბავშვთა პირველი ინკლუზიური ცენტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა გახსნეს. ცენტრის მიზანს შშმ ბავშვების  დახმარება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია წარმოადგენს.

დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 ბავშვს მოემსახურება. ცენტრში 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები ექვს საათს გაატარებენ, ამ დროის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, ფსიქოლოგისა და მეტყველების სპეციალისტის მომსახურებით.ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი ასევე, შშმ ბავშვების განათლებისათვის საჭირო ინდივიდუალურ პროგრამებს შეიმუშავებს და შრომითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იზრუნებს.

ცენტრის ფუნქციონირებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო. იგი თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.