სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. თათბირს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და მხარის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. მხარეებმა 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.
რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტმა მუნიციპალიტეტებს ის დოკუმენტაცია და გრაფიკი გააცნო, რომლის მიხედვითაც რეგიონის სამოქმედო გეგმა უნდა მომზადდეს. სამოქმედო გეგმაში მიმდინარე წლის ნოემბრამდე რეგიონული განვითარების ფონდის, მუნიციპალიტეტების, სოფლის განვითარების პროგრამის და სახელმწიფო სტრუქტურების პროექტები შევა. საპროექტო დოკუმენტაციის წინასწარ მომზადება ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტემპებს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
მუნიციპალიტეტების მიერ მომზადებული რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოზე განიხილება, საბოლოოდ კი დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |