სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი შესრულდა. აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები იმერეთშიც გაიხსენეს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი წმინდა დოსითეოსის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზურაბმა გადაიხადა.
,,ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მჯერა , რომ ჩვენი გმირების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“– აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. საომარი მოქმედებები 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |