სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორმა კოოპერატივმა დაიწყო ფუნქციონირება. "თერჯოლის ღვინო" და "საზანო" საზეიმო ვითარებაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების ატაშემ გახსნეს. კოოპერატივებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD - ის ფარგლებში 140 600 ლარის ღირებულების ტექნიკური დახმარებაა მიიღეს.
კოოპერატივები: "საზანო" და "თერჯოლის ღვინო" უახლოეს მომავალში ადგილობრივი ღვინის ევროპული სტანდარტებით ჩამოიხმება. მათი წარმოების მოცულობა პირველ წელს 3 450 ლიტრი იქნება. აღნიშნული კოოპერატივები რეგიონში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას შეუწყობენ ხელს.
ჩეხური ორგანიზაცია "People in Need" - ისა და პროგრამა ENPARD – ის საგრანტო სქემა სოფლის მეურენობის პროდუქციის წარმოების ზრდას და ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ჯგუფებისთვის ან სოფლის მეურნეობის კოოპერატივების შემოსავლების ზრდას ისახავს მიზნად.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |