სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, „ტორპედოს“ ფეხბურთელს ავთანდილ წვერავას 70 წლის იუბილე მიულოცეს.
სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ცნობილი სპორტსმენები, საზოგადოება “ქუთაისელი“-სა და „ბაღისკიდის“ წევრები ესწრებოდნენ.
დღესვე, ლეგენდარული მცველის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.
ავთანდილ წვერავას მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება, სხვადასხვა დროს იგი იკავებდა "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწისა და გუნდის უფროსის თანამდებობას. მანვე ჩამოაყალიბა ქალაქში პირველი ბავშთა საფეხბურთო კლუბი “დინამო-92“. ამჟამად ავთანდილ წვერავა ქუთაისის „ტორპედოს“ ბაზის დირექტორია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გააგრძელებს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |