სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ქუთათელ--გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ, გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლინა. სადღესასწაულო წირვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ღვთისმშობლობა ერთ–ერთი უდიდესია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. მიხარია რომ სწორედ ასეთი წმინდა ადგილიდან ვულოცავ იმერეთის რეგიონსა და სრულიად საქართველოს ღვთისმშობლის შობას. საქართველო, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავს 21 სექტემბერს, კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვუერთდები საერთო სიხარულს". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
დღესვე, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 12:00საათზე გელათის ტაძარში ქუთათელ--გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ მრევლთან ერთად,წაიკითხალოცვა ღვთისმშობლისადმი.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |