სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას "დავასუფთაოთ მსოფლიოს" შეურთდა. მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში ასეულობით მოხალისემ ტყე–პარკები, სკვერები, საჯარო სკოლებისა და საბვშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია თერჯოლა–ქუთაისის გზის მოანკვეთზე მიმდინარე დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ. მხარის რწმუნებულმა მსგავსი ტიპის კამპანიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ გარემოსდაცვითი აქციები რეგიონში მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
დაბინძურებული გარემოს დასუფთავების კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო" გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით ყოველ სექტემბერს ტარდება და დღეისათვის მასში მოანწილეობას 135 – მდე ქვეყანა იღებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |