სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში საფეხბურთო გუნდი ,,საბურთალოს“ ერთ–ერთი დამფუძნებლის ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მოძღვნილი ტურნირი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს 8 გუნდი დაუპირისპირდა. ფინალური შეხვედრა ზედა და ქვედა სიმონეთს შორის გაიმართა.გამარჯვება ზედა სიმონეთის გუნდმა მოიპოვა და შესაბამისად გარდამავალი თასიც ჩაიბარა. გუნდის კაპიტანს თასი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გადასცეს. გარდა ამისა, საუკეთესოები სხვა და სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ, რომელთაც სამახსოვრო პრიზები იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და თერჯოლის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ გადასცეს. რაც შეეხება ფულად ჯილდოს, რომელის საუკეთესო ფეხბურთელს ხვდა წილად, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ დააწესა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |