სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ხუთი წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სამხედრო პირები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა კადეტებს სიტყვით მიმართეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა კადეტთა ლიცეუმის ხემძღვანელობასთან ერთად, სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ.
კადეტთა ლიცეუმი ქუთაისში 2010 წელს დაფუძნდა. მის მიზანს კადეტთა ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირება, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის მათ მოსამზადებლად საფუძვლის შექმნა წარმოადგენს.
2015 წლისათვის ლიცეუმს უკვე ოთხი გამოშვება ჰყავს, საერთო ჯამში ლიცეუმი 318 – მა კადეტმა დაამთავრა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |