სიახლეები

ვანის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლა გაიხსნა

14 სექტემბერი, 2015

ვანის რაიონის სოფელ ზედავანში  სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ და განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. დღეიდან 200 მოსწავლე   თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში ისწავლის, რომელიც ახალი ინვენტარით არის აღჭურვილი. სკოლის მშენებლობისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1 300 000 ლარი გამოყო. დღესვე პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. მანამდე 26 წელი სოფელ ზედავანის სკოლას შენობა არ ქონდა და სწავლის პროცესი ავარიულ შენობაში მიმდინარეობდა.

დღესვე მხარისა და სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე საჯარო სკოლასაც ესტუმრნენ და  მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს. ასევე გაიმართა შეხვედრა პედაგოგებთან, სადაც განათლების სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს.