სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს განათლებული და ძლიერი ახალგაზრები სჭირდება, ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ და ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. იმერთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა. მხარის პირველმა პირმა ახალგაზრდებს მთავრობის დადგენილება ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჯირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" გააცნო,რომელიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვთმმართველობის ორგანოებში სტაჟირება გაიარონ.
წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1777 პირველკურსელი ჩაირიცხა, აქედან სახელმწიფო გრანტი 142–მა სტუდენტმა მოიპოვა. მათ შორის 50 პროცენტიანი 122–მა ახალგაზრდამ, 70 პროცენტიანი 12–მა, ხოლო 100 პროცენტიანი 8 სტუდენტმა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |