სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ვანის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდება. სოფელ ბზვანში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას საფუძველი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა ჩაუყარეს და იქ 30-50 ადგილობრივი დასაქმდება. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კომპანია „ქართულ დაფნას“ 12 351 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა. ინვესტიციის რაოდენობა 247 200 ლარს შეადგენს.
წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთში, თურქეთში, კორეაში, ბულგარეთში, ვიეტნამსა და პოლონეთში გავა.
საწარმოს მშენებლობის პროცესი სოფლის მეურნეობისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ვანის მუნიციპალიტეტში შეღავათანი აგროსესხის ფარგლებში, ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდა თხილის გადამამუშავებელი საწარმო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში 80 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 300 ლარს შეადგენს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |