სიახლეები

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ვიზიტი იმერეთში

12 სექტემბერი, 2015

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რეგიონებში სპორტული ბაზების მონახულებას და სპორტსმენებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორის პირველ მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი სპორტის სასახლეში   სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნენ და    მწვრთნელებს შეხვდნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა  სპორტსმენებს  საჩუქრად   ინვენტარი გადასცა.

 წყალტუბოს სპორტის სასახლეში რამდენიმე კლუბი ფუნქციონირებს. ტაეკვანდოში წყალტუბოს ახალგაზრდული გუნდი საქართველოს ღია ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონები გახდნენ წყალტუბოელი ახალგაზრდები  ჭიდაობასა და ძიუდოში, ასევე წარმატებებს მიაღწიეს კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, კრივსა და მძლეოსნობაში.