სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ წყალტუბოში ფიფას სტანდარტების ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოაწყო.
დღეს, ახალი სტადიონი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა დაათვალიერეს.
სტადიონის ფართობი 7280 კვადრატული მეტრია და მისი მშენებლობა ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა. სტადიონზე დაიგო, დაიხაზა და მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა გასახდელები, სველი წერტილები, დამხმარე ნაგებობები; სტადიონის მიმდებარედ მოეწყო 6500 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოსადგომი, დამონტჟდა განათების ბოძები. სტადიონი კომფორტულია როგორც ვარჯიშების, ისე - შიდასაჩემპიონატო მატჩების ჩასატარებლად.
პროექტის ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა. მშენებლობაზე 34 ადამიანი იყო დასაქმებული.
დღესვე, წყალტუბოს საერთაშორისო სტანდარტების ახალ სათადარიგო მოედანზე წყალტუბოს „სამგურალსა“ და რუსთავის „მეტალურგს“ შორის საფეხბურთო მატჩი ჩატარდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |