სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ევროკავშირის ორგანიზებით, ქუთაისში, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები: შოთა რეხვიაშვილი, მამუკა ცოტნიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს იმერეთისრეგიონშიდევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის შესახებმოწვეული სტუმრებისადა დევნილთა წინადადებების მოსმენა წარმოადგენდა.
ევროკავშირის ექსპერტმა ჯუდის კიერსმა დამსწრე საზოგადოებასსამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო დადასაქმების იმ შესაძლო პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლებიც იმერეთისრეგიონში დევნილი მოსახლეობისათვის უკვე არსებობს ან შეიძლება მომავალში გახდეს ხელმისაწვდომი.ხაზი გაესვა დევნილთა დასაქმებას ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა დატურიზმი.
მსგავსი ტიპისსამუშაო შეხვედრები მცხეთაში, გორსა და ანაკლიაში უკვე გაიმართა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |