სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა მხარეებს სასაწავლო დაწესებულების საქმიანობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. დღესვე, სკოლის სასწავლო პროგრამების პრეზენტაციაც გაიმართა.
სკოლის მიზანს სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლოპროგრამების მეშვეობით, ეთნიკური უმცირესობებით, კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლება და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ ყველა მსგავს ინიციატივას მხარს მომავალშიც დაუჭერს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |