სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. რაიონში გზების რეაბილიტაციაზე მიმდინარე წელს 1 677 770 ლარი იყო გამოყოფილი, ამ ეტაპზე ქალაქ ხონში უკვე დასრულებულია თუთისანის, გორგასლისა და ქაცარავას ქუჩებზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. ქალაქში სულ 3 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდა და ასევე, დასკვნით ფაზაშია სანიაღვრე არხების მოწყობის პროცესიც. ამ დრომდე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გზა ამორტიზებული იყო, რაც ტრანსპორტისა და მგზავრების გადაადგილებას პრობლემებს უქმნიდა.
დღესვე, ხონის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. თათბირის ერთ–ერთი მთავარი თემა მოსახლეობის საშეშე მასალით უზრუნველყოფა იყო. ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის უფროსმა მანუჩარ გაფრინდაშვილმა, მხარის პირველ პირებს აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო. შეხვედრაზე ასევე, ანგარიში წარადგინა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონული სამსახურის ყველა წარმომადგენელმა. მხარეებმა რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და დაბინძურებული ლოკაციების გაწმენდის გზებზე იმსჯელეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში ყოველ თვეში მართავს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |