სიახლეები

ხარაგაულში ლიტერატურული კონკურსი გაიხსნა

30 აგვისტო, 2015

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი" გაიმართა. 36-მა მონაწილემ საკონკურსო თემა ,,ზარის" შესახებ ნაწარმოები 24 საათის განმავლობაში უნდა შექმნას, ჟანრი შეუზღუდავია და საუკეთესო ნაშრომს საბოლოოდ სპეციალური ჟიური გამოავლენს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩასული კონკურსანტები 2 დღე ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშას ადმინისტრაციულ ერთეულში კარვებში იცხოვრებენ და კონკურსის ფარგლებში მიცემულ დავალებას შეასრულებენ. ,,ოდეონის" მონაწილეები არიან: წიგნების ავტორები, სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები და პრიზიორები, მათ შორის არის ლიტერატურული კონკურსის ,,საბას" გამარჯვებულები.
კონკურსის გახსნას იმერეთში სახლმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კონკურსანტებს მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავს პროექტებს მხარს ყოველთვის დაუჭერს.
ლიტერატურული კონკურსი ოდეონი 10 წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სხვადსხვა ადმინისტრაციულ ერთეულში იმართება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წელს სოფელ ღორეშაში მოეწყო.