სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ათამდე პროექტი ერთდროულად ხორციელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, გუბერნატორის მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. სპორტის სასახლის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა დარბაზები, გასახდელები, შეიცვლება კომუნიკაციის სისტემაც და მოხდება შესაბამისი ინვენტარის შეძენა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა. რაც შეეხება საცურაო აუზს, რეაბილიტაციის მესამე ეტაპი უკვე დაიწყო და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებულია ძირითადი და მცირე ზომის აუზებისა და ტრიბუნების მშენებლობა. ამჟამად ფასადის კეთილმოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის მოზაიკით მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოებზე 50 ადგილობრივია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების სპურტული კომპლექსის მშენებლობისთვის 200 000 ლარამდეა გამოყოფილი და იგი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |