სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი უკრაინიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შეხვდა

26 აგვისტო, 2015

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ. უკრაინელმა ბავშვებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას საქართველოში მოწვევისთვის და გვერდით დგომისთვის  მადლობა გადაუხადეს.

 მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას ყველაზე რთული პერიოდი აქვს გადავწყვიტეთ მოზარდები საქართველოში ჩამოგვეყვანეთ  და დასვენების საშუალება მოგვეცა, აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.  შეხვედრის შემდეგ  მხარეებმა ერთმანეთს  სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

უკრაინელმა ახალგაზრდებმა ქუთაისში დაგეგმილ კონცერტშიც მიიღეს მონაწილეობა. პროექტ ,,ზაფხულის საღამოები 2015“–ის ფარგლებში ანსამბლმა ,,არაბესკები“ 5 ნომერი შეასრულეს, მათ შორის იყო ქართული ეროვნული ცეკვა.

ქართველი და უკრაინელი ბავშვების დამეგობრების მიზნით დაბა ურეკშიერთ კვირიანი  ბანაკი მოეწყო.  ორი ქვეყნის  ახალგაზრდები ერთმანეთს  საკუთარი სამშობლოს ისტორიას აცნობენ და შემეცნებით–გასართობ საღამოებს აწყობენ.