სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ბაბუშერას სამარხიდან იდენტიფიცირებული 12 ცხედარი სამხედრო პატივით დაკრძალეს, აქედან 2 მათგანი იმერეთში გადმოასვენეს. ერთ–ერთ გარდაცვლილს, ემზარ თუთისანს, პანაშვიდი ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ბაგრატის ტაძარში გადაუხადა. ემზარ თუთისანის დაკრძალვის ცერემონიას ქუთაისში თავდაცვისა და დევნილთა მინისტრების მოადგილეები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ასევე, სამხედრო პატივით დაკრძალეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში ამირან გეგეშიძე.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი – აჩადარაში ბრძოლების დროს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |