სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, პოლონეთში განხორციელებული შემეცნებით–გასართობი პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლეს. ქალაქ ტორუნში იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული 18 ახალგაზრდა 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ბავშვებმა მხარის პირველ პირებს პოლონეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს და პროექტიდან მიღებულ სარგებელზე ისაუბრეს.
პროგრამის მიმდინარეობისას ქართველმა და პოლონელმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების ისტორია გააცნეს და ასევე, კუიევსკო–პომორსკის რეგიონში არსებული ღირშესანიშნაობები დათვალიერეს. მსგავსი ტიპის ვიზიტი მხარეებს შორის პირველად შედგა, მის მიზანს ახალგაზრდების დაახლოება და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
აღნიშნული პროექტი იმერეთის მხარესა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთ–ერთ რეგიონს, კუიევსკო–პომორსკის, შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |