სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე–3 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. თავდაპირველად ჯარისკაცებმა დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე, მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ღონისძიების ფარგლებში, რამდენიმე ჯარისკაცი უმწიკვლო სამსახურისთვის პირველი ხარისხის უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა. დღესვე, სამხედრო მოსამსახურეებს ფუნქციონალური მოვალეობის სისტემურად შესრულებისთვის სპეციალური სიგელები გადაეცათ.
მე–3 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 23 წლის იუბილე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მიულოცა, ჯარისკაცებს სამშობლოს წინაშე გაწეული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლურად ხატი გადასცა. ღონისძიებას ვიცე– გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
მე–3 ქვეითი ბრიგადა, ისევე როგორც ქვეყნის სხვა შეიარაღებული ძალების ნაწილები, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ბრიგადა, ასევე მონაწილეობდა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში.
მე–3 ქვეითი ბრიგადა 1992 წლის 6 აგვისტოს შეიქმნა, თავიდან 22–ე მოტომსროლელის სახელწოდება ჰქონდა მინიჭებული და დისლოკაციის ადგილიც არ იყო განსაზღვრული. 2006 წელს კი სამხედრო ნაწილი ქუთაისში, ახალგაზრდობის პირველ შესახვევში განთავსდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |