სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხონის მუნიციპალიტეტში ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი , სიმბოლურ ფასად 1 ლარად დაუკანონდა, 450 ოჯახს კი გაზის გამათბობელი დაუმონტაჟდა.
დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე შეხვდნენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის ფარგლებში, დაკანონების პროცესი გაგრძელდება და 2015 წლის სექტემბრამდე ფართი ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს დაუკანონდება.
დღესვე აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, სტივენ ჰეიკინმა კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს პირობების გაუმჯობესების მიზნით, გაზის გამათბობლები გადასცა.
უახლოეს მომავალში სამხედრო დასახლებაში ბავშვებისათვის სათამაშო და სპორტული მოედნების მშენებლობა იგეგმება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |