სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სოფლის მეურნეობი სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და 11 – ვე მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა.
თათბირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ამ ეტაპზე იმერეთში ექვსი მსხვილი პროექტი მიმდინარეობს: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, აგროდაზღვევა, ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი და დანერგე მომავალი. შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსება იმერეთში 824 – მა ფერმერმა და საწარმომ მიიღო, ხოლო გაცემული სესხების რაოდენობამ 26 841 198 ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის მე–3 კომპონენტის ფარგლებში კი 11 საწარმო ამოქმედდა. იმერეთის რეგიონში 99 სხვადასხვა მიმართულების და საქმიანობის კოოპერატივი ფუნქციონირებს.
2013–2015 წლებში ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, იმერეთში 39 109 ჰა მიწის ფართობი მოიხნა და 38 403 ჰა დაითესა. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი კი დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში 50 ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნასა და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაციას გულიხსმობს.
აღნიშნული შეხვედრის მიზანს იმერეთის მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სამთავრობო პროგრამების შესახებ ინფორმაციის დონის გაზრდა წარმოადგენს. რადგან, ადგილობრივებმა მიმდინარე პროგრამებით უფრო ეფექტურად და ეფექტიანად ისარგებლონ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |