სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ინოვაციების ცენტრების შექმნას გულისხმობს, პრეზენტაცია წარადგინეს. პროექტის მიზანი არის საქართველოს მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, დისტანციური სწავლებისა და დასაქმების დანერგვით, ასევე მეწარმული უნარების განვითარებით. ინოვაციების ცენტრებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და დისტანციურ სწავლებასთან. დაწესებულებებში საერთო სამუშაო სივრცეც შეიქმნება, სადაც მეწარმისა და სტუდენტის, გლეხისა და სტუდენტის და სხვათა დაკავშირება მოხდება.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში იმ ადგილების შერჩევა მიმდინარეობს, სადაც ინოვაციის ცენტრები შეიქმნება. ასევე, რეგიონული საჭიროებების იდენტიფიცირება და პოტენციალის შესწავლა ხდება. პროექტის განხორციელებაში სამოქალაქო სექტორი და არასამათვარობო ორგანიაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |