სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმდინარე პრობლემებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმები დასახეს. რეგიონში ამ ეტაპზე ბიუჯეტის შესრულების ყველა პარამეტრი დამაკმაყოფილებელია და ასევე, განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
დღესვე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები "სოკარ ჯორჯია გაზის", "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა" და "თელასის" რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტებში ძირითად პრობლემას გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული გზები, მოძველებული ელექტროენერგიის ბოძები და ახალი წყლის სისტემების მშენებლობა წარმოადგენს. მხარეებმა აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრაზე იმსჯელეს, რეგიონის ხელმძღვანელობამ კი აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით რეგიონულ თათბირებს ყოველ თვეში ერთხელ მართავს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |