სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები, რომლებიც ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მოინახულეს.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში 4 დაშავებულია მოთავსებული. 2 პოლიციელი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანი კი სტაციონარშია გადაყვანილია. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მძღოლს, ის უკვე თავს კარგად გრძნობს და დღის განმავლობაში გაწერენ. გრიგოლეთში მომხდარ ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |